HER STORE
ყელსაბამი "Come home to yourself" ჰერისგან
ყელსაბამი "Come home to yourself" ჰერისგან
ადგილზე აღების ხელმისაწვდომობის ჩატვირთვა ვერ მოხერხდა
HER-ის Capsule კოლექციის კიდევ ერთი ემოციური სიმბოლო — “Come Home To Yourself” შექმნილია იმისთვის, რომ გაგახსენოს - ყველაზე უსაფრთხო ადგილი, სადაც შეგიძლია დაბრუნდე, შენი გულია. ეს ნაზად მოხვეული ხელები იმ შინაგან ძალას და სიყვარულს ასახავს, რომელსაც ხშირად ვივიწყებთ ყოველდღიურობაში.
ეს ყელსაბამი HER-ის ქალებისთვის არის შექმნილი — სიმბოლო იმისა, რომ საკუთარი თავი ყოველთვის შენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სახლია. როცა ცხოვრება ხმაურიანია და გარეთ ყველაფერი იშლება, შინ დაბრუნება ყოველთვის შესაძლებელია.
ყელსაბამი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, რომელიც ოქროსფერი იონურ სამკურნალო საფარით არის დაფარული. არ იცვლის ფერს წლებთან ერთად, არ იშელვება და უსაფრთხოა ყოველდღიური ტარებისთვის.
დაბრუნდი შინ - საკუთარ გულთან.
მიწოდების პირობები
მიწოდების პირობები
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, თბილისში 13:00 საათამდე განთავსებული შეკვეთები იმავე დღეს მიეწოდება. 13:00 საათის შემდეგ განთავსებული შეკვეთები მომდევნო სამუშაო დღეს მიეწოდება. კვირაობით კურიერის მომსახურება არ ხორციელდება.
თბილისის გარეთ მდებარე რეგიონებისთვის შეკვეთები იგზავნება მეორე სამუშაო დღეს. მიწოდების საშუალო დრო: 3–4 სამუშაო დღე.
შეფუთვა
შეფუთვა
სამკაულები სტანდარტულად შეფუთულია ბრენდირებულ ჩანთასა და ჩანთაში.
სასაჩუქრე ყუთის დამატება შესაძლებელია გადახდამდე, კალათაში შესაბამისი ვარიანტის არჩევით.
მოვლის ინსტრუქციები
მოვლის ინსტრუქციები
მოარიდეთ ქიმიკატებს და შეინახეთ სხვა სამკაულებისგან განცალკევებით.
